ანდრე გომეში "რეალში"?
"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრე გომეში შესაძლოა "რეალში" ვიხილოთ.
Don Balon-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მადრიდის "რეალს" საკუთარი კლიენტის ანდრე გომეშის შეძენა შესთავაზა, თუმცა მადრიდელებისგან უარი მიიღო.
2016 წლის ზაფხულში, პორტუგალიელი ძალიან ახლოს იყო მადრიდში გადაბარგებასთან, თუმცა ბოლო მომენტში მისი ყიდვა "ბარსელონამ" შეძლო, კატალონიელებმა ვალენსიელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადეს. "რეალის" ხელმძღვანელობა თვლის რომ ანდრეშის პოზიციაზე კლუბში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა მასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შესაძლებელია.
- 12 მაი 2017
- 9 103
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.