ზიდანი;„„იუვენტუსი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ფინალში გასვლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან კარგად ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. „ატლეტიკომ“ პირველივე წუთებიდან აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა. ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რომლებმაც გამარჯვება და კარდიფში გამგზავრება დაიმსახურეს.“
„ბენზემას და ისკოს დუეტმა ბევრი რამ შეცვალა. მოხარული ვარ, რომ ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს.“
„ტურინის „იუვენტუსი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამ კლუბში შესანიშნავი წლები გავატარე და ძალიან დიდი კავშირები მაქვს, თუმცა აქეთ მხარეს „რეალი“ დგას, კლუბი, რომელსაც საკუთარი თავი ათწლეულების მანძილზე დავუკავშირე და საოცარ შედეგებს მივაღწიე. ეს იქნება დაუვიწყარი ფინალი, სადაც არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.“
„ზედიზედ ორჯერ ფინალში გასვლა უკვე ძალიან დიდი შედეგია, თუმცა მთავარი კარდიფში გამარჯვება იქნება.“
„ისკო ალარკონის თამაშით მოხიბლული ვარ, ის გუნდს ძალიან სჭირდება.“
„გარეთ ბეილის ფინალში თამაში აბსოლუტურად შესაძლებელია, იმედი მაქვს, უელსელი სამშობლოში მოედანზე გავა და კლუბის დახმარებას შეძლებს, მისი სახით „რეალს“ უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავს.“
„ლუკა მოდრიჩის გამოცდილება ფასდაუდებელია, მისი თითოეული მოძრაობა და მოქმედება ძალიან ბევრ რამეს წყვეტს. ეს ფეხბურთელი „ბლანკოსში“ შეუფასებელ საქმეს აკეთებს“
„ბენზემა ბრწყინვალე ფორმაშია, რაც ძალიან მახარებს, ფრანგთან შეხვედრის შემდეგ ვისაუბრე და ვუთხარი, რომ ძალიან მჭირდება და ყურადღებით უნდა ითამაშოს.“
- 11 მაი 2017
- 9 247
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.