ზიდანი:„უსამართლობა იქნება თუ „რეალი“ ტიტულს ვერ მოიგებს“
„ატლეტიკოსთან“ განმეორებითი მატჩის წინ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ არ შევცვლით სათამაშო სტილს. გზას, რომელსაც მივყვებით ვერ ვუღალატებთ. „კალდერონზე“ თამაში რთულია, თუმცა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, პირველ შეხვედრაში სოლიდურმა უპირატესობამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს.“
„არაფერი მაინტერესებს „ატლეტიკოსთან“ მატჩის გარდა. ხვალინდელი შეხვედრა თითოეული ფეხბურთელისთვის უპირველეს საზრუნავს წარმოადგენს.“
„უსამართლობა იქნება, თუ „რეალი“ ტიტულების გარეშე დარჩა, ვინაიდან გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და სეზონის დასკვნით ეტაპზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს იგებს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს 3 დღეში ერთხელ თამაში უწევთ, რესურსი სწორად არის ათვისებული.“
„რატომ არ უნდა ვითამაშოთ გამარჯვებისთვის? ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ.“
„ტრანსფერები იქნება, ამას არ ვუარყობ, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო უბრალოდ არ არის. სატრანსფერო საკითხებზე კომენტარების გაკეთება ზაფხულში შემეძლება, ახლა „რეალი“ მხოლოდ დერბიზე ფიქრობს.“
„ის, რომ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ არცერთ გუნდს არ აქვს მოგებული, დედაქალაქურ კლუბს დაბრკოლებას ვერ შეუმქნის. „ბლანკოსი“ ისტორიის შეცვლას შეეცდება.“
„ნაჩოს სახით შესანიშნავი ფეხბურთელი მყავს, ის ცენტრალური მცველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზეც ბრწყინვალედ გამოდის.“
„რაფაელ ვარანი აბსოლუტურად ჯანმრთელია, ფრანგი ფეხბურთელი ჩემ განკარგულებაშია.“
„კეპლერ პეპემ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა, მიხარია, რომ დაბრუნდა და სრულფასოვნად ვარჯიშობს.“
„ბოლო სამ წელიწადში „რეალმა“ ორი ფინალი მოიგო, ახლა კი მსურს, რომ გუნდი კვლავ გავიდეს ფინალში და მე-12 თასს დაეუფლოს.“
„ყველა თამაშს ისე ვეკიდებით, როგორც ფინალს, იმდენად დაძაბულ სიტუაციაში ვართ, რომ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი იმედი მაქვს, „ბლანკოსის“ ფეხბურთელები სეზონის ბოლოს ტიტულებს იზეიმებენ.“
„მადრიდში შესანიშნავი პერსონალია, აქ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ.“
- 10 მაი 2017
- 7 948
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.