კარლოსი:„„რეალს“ გადამწყვეტი მატჩი „სევილიასთან“ ექნება“
რობერტო კარლოსმა მადრიდის „რეალის“ მომდევნო შერკინებებზე ისაუბრა...
„საბედნიეროა, რომ ყველაფერი „რეალზეა“ დამოკიდებული და არა „ბარსელონაზე“. მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი შეხვედრა „სევილიასთან“ გაიმართება. თუ „ბლანკოსმა“ საშინაო არენაზე იმარჯვა, ჩემპიონობას აღარავის დაუთმობს.“
„კალენდარი საკმაოდ დახუნძლულია, მაგრამ ზინედინ ზიდანს შესაბამისი რესურსი აქვს და მაქსიმალურად ეცდება, რომ ძალები გადაანაწილოს.“
„მეორე შემადგენლობა „ატლეტიკოსთან“? ეს უბრალოდ გამორიცხულია, „რეალი“ „კალდერონზე“ საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს და ბოლო წუთამდე ყურადღებით იქნება.“
- 7 მაი 2017
- 3 283
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.