მიატოვიჩი;„ისტორია მეორდება, ლიგის ფინალში უძლიერესები ითამაშებენ“
ფრედრაგ მიატოვიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. შეგახსენებთ, ფედია არის ფეხბურთელი, რომელმაც 20 წლის წინ „რეალს“ სწორედ „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა თასი მოუტანა...
„თუ მადრიდის „რეალს“ ფინალში გასვლა სურს, „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში კვლავ გამარჯვებაზე უნდა იფიქროს. არ შეიძლება მოდუნება და დიდი უპირატესობის შენარჩუნებაზე ფიქრი.“
„მადრიდის „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის ბრძოლები ყოველთვის დიდი დრამატიზმით სავსე იყო. თუ კარდიფში ესპანურ-იტალიური ჯახი შედგა, გულშემატკივარი შესანიშნავ წარმოდგენას იხილავს.“
„დიახ, კრიშტიანო აღარ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც წლების მანძილზე იყო, მაგრამ წელს მან ისეთი მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, რომ „რეალს“ მადლიერი უნდა იყოს.“
- 4 მაი 2017
- 3 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.