ზიდანი:„არ ვიცი, რა დავარქვა კრიშტიანო რონალდუს“
ზინედინ ზიდანმა „ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ვერ გეტყვით, რომ ეს იყო სეზონის საუკეთესო მატჩი, მაგრამ მერწმუნეთ, მადრიდის „რეალმა“ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და საკუთარი კარი მშრალად შეინახა, რაც ძალიან დიდი შრომის შედეგი იყო. ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში საოცრად ითამაშეს, არაერთი მომენტი შექმნეს და სრულ უპირატესობას ფლობდნენ.“
„ხვალ დილიდან ლა ლიგაზე დავიწყებთ ფიქრს, ვინაიდან დრო არ გვაქვს. ეიფორიაში ჩავარდნა არ შეიძლება. „ატლეტიკოს“ დამარცხება კარგია, მაგრამ რეალურად არაფერი მოგვიგია.“
„კარგად ვიცით, რომ სიმეონეს გუნდი „კალდერონზე“ ომს გაგვიმართავს, ამიტომ დიდი ბრძოლა გველის. ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ „ატლეტიკო“ შანსს ინარჩუნებს, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.“
„არ ვიცი, რა დავარქვა კრიშტიანო რონალდუს, ის უბრალოდ უნიკალური ფეხბურთელია. შესაძლოა, პორტუგალიელზე დასვენებამაც იმოქმედა დღეს გაორმაგებული ძალებით ითამაშა.“
„ისკო ალარკონის გამოსვლა ფენომენალური იყო, ცვლილება კი ყვითელმა ბარათმა განაპირობა.“
„ლუკას ვასკესის თამაშში ჩართვამ გუნდს ტემპი შეუნარჩუნა, ესპანელი ძალიან აქტიურობდა და მოედნის ყველა წერტილში იყო.“
„ბედნიერი ვარ, რომ „რეალს“ ვწვრთნი. ასეთ ფეხბურთელებთან მუშაობა უბრალოდ საამაყოა.“
„შრომა ნამდვილად მიფასდება. ფეხბურთელებს ინტერპრეტაციებით თამაში შეუძლიათ, რაც ჩვენს რესურსს კიდევ უფრო ზრდის.“
„სეზონის დასრულებამდე უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის, სადაც მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.“
- 3 მაი 2017
- 13 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.