რამოსს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 35 შეხვედრა აქვს გამართული
სერხიო რამოსი „ატლეტიკოსთან“ პაექრობის დიდ სტაჟს ფლობს.
„რეალის“ დღევანდელი შემადგენლობიდან ყველაზე ბევრი შეხვედრა სწორედ კაპიტანს აქვს გამართული, რომელმაც „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 35-ჯერ გაილაშქრა.
ამ მხრივ პირველ ადგილს გუნდის ლეგენდარული მოთამაშე, ხენტო გახლავთ, რომელიც 42 შეხვედრას მოითვლის, 42 შეხვედრა აქვს გამართული სანჩისსაც, მესამე ადგილზე კი სანტილიანაა, რომელსაც 36 მატჩი აქვს ჩატარებული.
მადრიდისტებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ამ კომპონენტში სერხიო რამოსი პირველ ადგილზე გადავა.
- 2 მაი 2017
- 4 785
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.