ვილიარეალთან ცვლილებები არ იგეგმება
,,ვილიარეალთან" მატჩში მანუელ პელეგრინი ვერ მოახერხებს გუტის გამოძახებას,მას ჯერ კიდევ ტრავმა აქვს. ასე, რომ ,,რეალში" ცვლილებები არ იქნება. გამონაკლისია მხოლოდ რაულ ალბიოლი, რომელიც სავარაუდოდ გამოვა სასტარტო შენმადგენლობაში.შეგახსენებთ რომ ხერესთან მატჩში რამოსთან ერთად დაცვის ცენტრში გარაი იყო.
,,ლიონთან" განცდილი ფიასკოს შემდეგ გუნდი ჩვეულ ტაქტიკას უბრუნდება, ანუ ჩილელი სპეციალისტი ისევ გამოიყენებს ლასანა დიარასა და ხაბი ალონსოს დუეტს, ამის გამო კი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება მამადუ დიარა. აღსანიშნავია ის, რომ ამ ფეხბურთელთა მოედანზე ერთად ყოფნის დროს ,,თეთრებმა" 4 თამაში მოიგეს და მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს.
საერთო ჯამში კი მანუელის განკარგულებაში 20 ფეხბურთელი იქნება, მათ შორის რაფა ვან დერ ვაარტი, რომელმაც საბოლოოდ მოირჩინა ტრავმა და ის სავარაუდოდ მეორე ტაიმში მოინდომებს ,,ყვითელი წყალქვეშა ნავის" კარში გოლის გატანას. ასევე ტრავმების შემდეგ დაბრუნდებიან იეჟი დუდეკი და კრისტოფ მეტცელდერი.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 19 თებერვალი 2010
- 1 647
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.