ზიდანი: "დარწმუნებულნი ვართ საკუთარ შესაძლებლობებში"
ზინედინ ზიდანმა "ვალენსიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"დაახლოებით, ერთი თვე და ნახევარი დარჩა სეზონის დასრულებმა.ჩვენ დარწმუნებულნი ვართ საკუთარ შესაძლებლობებში და გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ.თითოეულ სეზონშია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები.ვფიქრობ, ამ ეტაპზე გვაქვს სიხარულის საფუძველი."
"დიდ სამუშაოს ვასრულებთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობების გაუმჯობესების მიზნით.ვიცით, რომ ჩვენ მიერ აქამდე გაწეული შრომა არის ფენომენალური.ემოციური თვალსაზრისით სეზონის საუკეთესო მომენტი დადგა.ფეხბურთელები უფრო მეტს ირჯებიან."
"ყოველთვის მიჭირს სასტარტო შემადგენლობის შერჩევა, რამეთუ ექსტრაორდინარული მოთამაშეები მყავს.აბსოლუტურად ყველა მოტივირებული ხვდება მომავალ შეხვედრას.ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალიზმისა და მაქსიმალური ფოკუსირების ხარჯზე ცდილობენ მატჩების მოგებას.თერთმეტეულთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობ არსებობს, თუმცა გადაწყვეტილებას, რომელიც დიდ სირთულესთან არის დაკავშრებული, ვიღებ მე."
"ჩემსა და შეგირდების შორის შემდგარი საუბრის გასაჯაროვებას არ ვაპირებ.ყოველთვის ვცდილობ სასარგებლო რჩევები მივცე მათ.ისკო კარგ კონდიციებშია და მწვრთნელის ნდობით სარგებლობს.ჩვენ ასე გავაგრძელებთ და ვნახოთ, რა იქნება შემდეგ სეზონში."
"რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ ფეხბურთელსა და ერთ იდეაზე არ ვფიქრობ.მე განვიხილავ ძალიან ბევრ ვარიანტს, რამეთუ შემადგენლობის პოტენციალი მაძლევს ამის საშუალებას."
"ცხადია, როტაცია მნიშვნელოვანია გუნდისათვის.სეზონის დასასრული ახლოვდება და საერთაშორისო სანაკრებო ბატალიების ჩათვლით, ბევრი მოთამაშე 60–ზე მეტ ჩატარებულ მატჩს მოითვლის უკვე.ეს არის ჩემი საქმიანობის ფილოსოფია.მხოლოდ რონალდუსა და ბეილზე არ ვარ ფოკუსირებული.ვცდილობ, მოთამაშეებს გასაგებად ავუხსნა ჩემი მეთოდები და გადაწყვეტილებების სისწორე.როდესაც ისინი ამას იგებენ და ჩემს მხარეს არიან, მეტად მსიამოვნებს."
"ვიცი, რომ ყველას გააჩნია საკუთარი აზრი, მაგრამ მე სამეფო კლუბის დამრიგებელი ვარ.ურთიერთობა მაქვს მხოლოდ "რეალთან" და ჩემს ფეხბურთელებთან.შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არასამართლიანია, მაგრამ მე სხვაგვარად ვხედავდე გზას.ჩემთვის თითოეული შეგირდი ნიშანდობლივია.რასაკვირველია, არ არსებობს 1–ლი და მე–2 შემადგენლობები."
"კარგად მოგეხსენებათ რას ვფიქრობ კრიშტიანუს პოზიციასთან დაკავშირებით.ის ყოველთვის თამაშობდა ფრთაზე, თუმცა შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცენტრშიც ძალუძს ბურთაობა.ის სასწაული ფეხბურთელია.მან ბევრი გოლი გაიტანა ფლანგიდან და ცხადია, არასოდეს დავივიწყებთ ამას."
"პეპეს მდგომარეობა ნელ–ნელა უმჯობესდება.ჩვენი გეგმაა, რომ სეზონის დასრულებამდე მწყობრში ჩადგეს პორტუგალიელი."
"კოენტრაუს მცირედი პრობლემები აწუხებს.ის მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და კვლავ იგრძნო თავი ფეხბურთელად.ახლა სერიოზული არაფერია."
"არ ვინტერესდები რა თქვეს მალაგაში.ჩემი ფიქრები მიმართულია ხვალინდელი დაპირისპირებისკენ."
- 28 აპრილი 2017
- 9 394
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.