გარაი: პელეგრინიმ სიმშვიდის შენარჩუნება გვთხოვა
პირველი 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ ხალხი შოკირებულია კლუბის თამაშით, მაგრამ მადრიდელი ფეხბურთელები გამორიცხავენ ამ ეტაპზე გავარდნას. მათ სიაში შედის ეზეკილ გარაიც.
,,ლიონთან ცუდად ვიასპარეზეთ, მაგრამ იმედი გვაქვს რომ შემდეგ ეტაპზე გასვალთ და ეს ასეც უნდა მოხდეს"
რაც შეეხება მანუელ პელეგრინის, გარაიმ ის საფუძვლიანად დაიცვა: ,,მანუელი კარგი მწვრთნელია, საფრანგეთში წავაგეთ, მაგრამ ჩვენ მინდორზე ყველაფერს გამოვასწორებთ. მანუელმა სიმშვიდის შენარჩუნება გვთხოვა".
კვირას ,,რეალი" ,,ვილიარეალს" დაუპირისპირდება, ამაზე კი ეზეკილი ამბობს: ,,ვილიარეალი ძალიან კარგი გუნდია და ჩვენ ვალდებულნი ვართ გადავერთოთ ამ შეხვედრაზე. დარწმუნებული ვარ ლიგაზე ასპარეზობას გავაგრძელებთ. ამაზე ფიქრს შემდეგი კვირიდან დავიწყებთ, რადგან ახლა პრიმერაში გვაქვს სათამაშო. უნდა მოვიგოთ და არ ჩამოვრჩეთ ბარსელონას"–განაცხადა არგენტინელმა მცველმა
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 19 თებერვალი 2010
- 1 591
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.