„რეალის“ კატასტროფული შედეგი
მადრიდის „რეალს“ მიმდინარე სეზონში ერთ ასპექტში კატასტროფული შედეგი აქვს...
ლა ლიგის 34-ე ტურის თავზე ( თუმცა რეალს 33 მატჩი აქვს ჩატარებული), ზიზუს შეგირდებს 38 გოლი აქვთ გაშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქური კლუბი საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, თითო შეხვედრაში ერთზე მეტ გოლს უშვებს.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსს“ 90 გოლი აქვს გატანილი და თითოეულ შეხვედრაში საშუალოდ 3 გოლს იტანს, მაგრამ გაშვებული გოლების სტატისტიკა მართლაც შემაშფოთებელია.
გაშვებული გოლების მხრივ, მიმდინარე სეზონში ვერც „ბარსელონა“ იტრაბახებს, რომელსაც 33 ბურთი აქვს საკუთარ კარში მიღებული, თუმცა კატალონიელებმა 100 გოლიან ნიშნულს გადააბიჯეს და 101 ბურთს მოითვლიან.
- 27 აპრილი 2017
- 12 932
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.