მანუელი "გააყვითლეს"
ის, რომ მადრიდის "რეალმა" საშინლად ითამაშა "ლიონის" წინააღმდეგ, ხელმძღვანელობაც აღიარებს ამას.სტუდენტურ ჟარგონს თუ გამოვიყენებთ, შეიძლება ითქვას, რომ მანუელ პელეგრინი მორიგ გამოცდაზე "გაფეილდა."
ჩილელ თავკაცს სამეფო გუნდის მესაჭის პოსტზე მსგავსი პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა, თუმცა ახლა სიტუაცია გაცილებით მძიმეა.ხელმძღვანელობამ მანუს სამეფო თასიდან გავარდნა, "ბარსასთან" და "მილანთან" წაგება აპატია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონ პერესმა თვალი დახუჭოს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზურის ვერ მოპოვებაზე.
კულუარებიდან გავრცელებული ინფორმაციით, მადირდელმა ბოსებმა "ყვითელი ბარათი" უჩვენეს მთავარ მწვრთნელს.ყოვლად შესაძლებელია, რომ გაფრთხილებას შემდგომში სხვა ფერის ბარათიც მოჰყვეს, თუმცა ეს უკვე თავად პელეგრინიზეა დამოკიდებული.
"რეალს" კარგი შანსი აქვს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ინჩასების თვალწინ დაამტკიცოს თავისი სიძლიერე.ვგონებ, რონალდუს, კაკასა და იგუაინის გუნდს ძალუძს "ლიონის" განადგურება 10 მარტს, თუმცა ფაქტია რომ "ჟერლანდზე" მარცხმა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯით უკან დასწია.
საბოლოოდ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.იმედია, მანუელი გამოიჩენს გულისხმიერებას და "ლიკვიდაციას" არ გაუკეთებს საკუთარ პოსტს.მან ჩვენზე კარგად იცის, რომ ყვითელს წითელიც მოჰყვება...
- 19 თებერვალი 2010
- 2 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.