მადრიდის „რეალში“ ორი ახალი მცველი ითამაშებს
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალში“ ზაფხულში ორი ახალი მცველი გამოჩნდება...
პეპეს წასვლა 99,9%-ით გადაწყვეტილია. პორტუგალიელს მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს. „სამიანის“ დარჩენა მადრიდისტებს ძალიან სურთ, მაგრამ როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესს მისი გაშვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და ეს გადაწყვეტილება განხილვას არ ექვემდებარება.
ხესუს ვალიეხოს დაბრუნება უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდს ნაჩო ფერნანდესი დატოვებს და პერესი მის შემცვლელზეც მუშაობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, პერესი ჯერ კიდევ არ ნებდება და ნიკოლა ოტამენდისთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძლებას გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ პერესის ჩანაფიქრი განხორციელდება, ნაჩოსა და პეპეს ნაცვლად „ბლანკოსში“ ოტამენდის და ხესუს ვალეხოს დუეტს ვიხილავთ.“
- 26 აპრილი 2017
- 9 985
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.