ზიდანი:„ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გაწვდით“
ზინედინ ზიდანმა „დეპორტივოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ვიცით, რომ მომდევნო მატჩების მოგება ჩვენი ჩემპიონობის ბედს გადაწყვეტს.“
„ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გაწვდით. რაფაელ ვარანი 100%-ით მზად არის და გუნდის დახმარება შეუძლია. რამოსია არყოფნის პირობებში ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. რომ არა ფრანგის დაბრუნება, ცენტრალური მცველის გარეშე მოგვიწევდა თამაში.“
„თუ ჩვენ ლა ლიგას მოვიგებთ, „ბარსელონასთან“ მარცხის რეაბილიტირება მოხდება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავიღოთ იმითვის, რომ მომდევნო ტურებში ჩემპიონის ვინაობა გადავწყვიტოთ.“
„დაღლილობა? ურთულესი კალენდარი გვაქვს, მაგრამ ხშირად მივმართავ როტაციას და ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას ვაძლევ.“
„„ელ კლასიკოს“ წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდით, ჩვენ ისევ ძლიერები ვართ.“
„ვარანის ტრავმის რეციდივი? მედიკოსთა დასკვნის საფუძველზე ვმოქმედებთ.“
„ისკოს ახალი კონტრაქტი? მე მასზე ზეგავლენა არ მომიხდენია.“
- 25 აპრილი 2017
- 11 229
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.