ბოლო ორ წელიწადში ისკოს რეგრესი აქვს
ისკო ალარკონისთვის მიმდინარე სეზონი საუკეთესო ნამდვილად არ არის...
ესპანელი ფეხბურთელი მოედანზე იშვიათად ჩნდება, რაც მის სტატისტიკურ მონაცემებს აუარესებს.
ნახევარმცველი „ბლანკოსში“ მეოთხე სეზონს ატარებს.
პირველ სეზონში ისკომ ყველა ტურნირზე 3 172 წუთი დაჰყო მოედანზე და 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში 35-ჯერ იყო.
მეორე სეზონში ალარკონმა შედეგი გააუმჯობესა, მან 3 761 წუთი დაჰყო მოედანზე, წინა სეზონის მსგავსად 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტოში არა 35-ჯერ, არამედ 42-ჯერ იყო.
მესამე სეზონში ისკოს აშკარა რეგრესი ჰქონდა, ესპანელმა 2 527 წუთი ითამაშა, რაც 1 000 წუთზე ნაკლებია წინა სეზონთან შედარებით. ისკომ 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს. მართალია ბოლო დროს ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს. ჯერ-ჯერობით ალარკონის ანგარიშზე 1 851 წუთია, მან 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 21-ში კი სასტარტოში გამოჩნდა.
- 25 აპრილი 2017
- 2 390
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.