„პიჩიჩისთვის“ ბრძოლა დასრულებულია
ესპანური გამოცემები უკვე ერთხმად აღიარებენ, რომ „პიჩიჩისთვის“ ბრძოლა დასრულებულია...
ლიონელ მესის ლა ლიგაში 31 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლუის სუარესს 10-ით, ხოლო კრიშტიანო რონალდუს 12 გოლით აღემატება.
ეჭვი აღარავის ეპარება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს საუკეთესო ბომბარდირი არგენტინელი ვარსკვლავი გახდება.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კრიშტიანო რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე შანსი მიეცა და „ატლეტიკოსთან“ აქტიურობის შემთხვევაში, პორტუგალიელს ზედიზედ მეორედ შეეძლება საუკეთესო გოლეადორის სტატუსის მიღება.
- 24 აპრილი 2017
- 4 432
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.