ზიდანი:„იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რაც მოხდა“
ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„შესანიშნავი შეხვედრა იყო. დარწმუნებული ვარ, ნეიტრალური მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებდა. პრობლემა ის არის, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, რის გამოც იმედგაცრუებული ვარ. გაცილებით უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო.“
„სერხიო რამოსის გაძევებას მართებულად არ მივიჩნევ, მაქსიმუმ ყვითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა. ჩემ ფეხბურთელებს ვერაფერს ვერ ვუსაყვედურებ, ბრწყინვალე შეგირდები მყავს.“
„მთავარი ის არის, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ლა ლიგის მოგება კვლავ შეგვიძლია.“
„10 კაცით თამაში ძალიან დიდი რისკი იყო, მაგრამ შევუტიეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გამარჯვებისთვის მიგვეღწია, ბიჭებმა ბევრი იბრძოლეს.“
„მორალური დარტყმა ნამდვილად არ მიგვიღია, მოგების შემთხვევაში ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და მუდამ გამარჯვების მიღწევა წარმოუდგენლად მიმაჩნია.“
„გარეთ ბეილს ტრავმა გაუმიზეზდა. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში უელსელს სერიოზული პრობლემები აქვს.“
„მესი? მას მხოლოდ ვულოცავ იმას, რომ შესანიშნავად ითამაშა.“
- 24 აპრილი 2017
- 8 040
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.