ვალდანომ და რაულმა კალათბურთელებს წარმატება უსურვეს
რაული და ვალდანო დღეს მადრიდის რეალის კალათბურთელების ვარჯიშს დაესწრნენ და წარმატება უსურვეს კოპა დე ლა რეიზე. "ბლანკოსის" მეშვიდე ნომერს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კალათბურთელების ლიდერთან და კაპიტანთან.
შეხვედრისას სამეფო კლუბის ლეგენდამ ფილიპე რეიესი გაამხნევა და უთხრა: "მე აქ მოვდი, რათა გისურვო წარმატება. შენ თასი მადრიდში უნდა ჩამოიტანო." რაზეც მან პასუხად მიიღო: "მცდელობას არ დავაკლებ."
ამის შემდეგ რაული რეალის ფლეიმეიქერ ბულოკს გამოესაუბრა და იკითხა ძალიან აწუხებდა თუ არა მას ნაღრძობი თითი. ამერიკელმა მას უპასუხა: "სროლის დროს მაწუხებს, თუმცა კოპა დე ლა რეის მოგების სურვილი იმდენად დიდია, რომ ტკივილი მეორეხარისხოვანია."
ამის შემდეგ ხორხე ვალდანო გაესაუბრა კალათბურთელებს და სამეფო თასზე წარმატება უსურვა.
- 18 თებერვალი 2010
- 2 023
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.