მარსელო:„ემოცია ძალიან დიდი იყო“
მარსელო ვიეირამ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით ისაუბრა...
„ემოცია ძალიან დიდი იყო, ვნერვიულობდით და გამარჯვება გვინდოდა. მოედანზე 10 კაცით დავრჩით და შეხვედრას ვაგებდით, თუმცა მობილიზება მოვახდინეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. საბოლოოდ კი არ გაგვიმართლა და შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე საკუთარ კარში კიდევ ერთი ბურთი მივიღეთ.“
„გუნდი ფსიქოლოგიურად არ გატყდება და მაქსიმალურად ეცდება მომდევნო შეხვედრების მოგებას. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია და შეგვიძლია წარმატებაზე ფიქრი. ეს იყო ერთი უიღბლო საღამო, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. მადრიდის „რეალის“ მიზანი ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის მოგებაა.“
„სერხიო რამოსის ეპიზოდში წითელი ბარათი გადამეტებული იყო, ამით შეხვედრის მთავარმა არბიტრმა „ბლანკოსი“ უშანსოდ დატოვა. მესამე გოლი სწორედ რიცხობრივი სიმცირის გამო გავუშვით.“
„ახლა ლა ლიგის მომდევნო ტურებზე ვიფიქრებთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებზე გადავერთვებით.“
- 24 აპრილი 2017
- 3 386
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.