დრენტე და ვანდერვაარტი კი, გუტი არა.
მადრიდის რეალი განაგრძობს მზადებას ვილიარეალთან სათამაშოდ...
"ბლანკოსი" განაგრძობს მზადებას ვილიარეალთან სათამაშოდ, დღეს გუნდმა ვალდებასზე ივარჯიშა.
მზადება დაიწყო ტრადიციულად მანუელ პელეგრინის დარიგებებით, ამის მერე გუტი, დრენტე, ვან დერ ვაარტი და მეტცელდერი გაემართნენ სატრენაჟორო დარბაზისაკენ. გულშემატკივრისათვის კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ვან დერ ვაარტმა და დრენტემ უკვე ბურთთან ერთად ივარჯიშეს .
გუტი განაგრძობს ტრამვის მოშუშებას, რომლის გამოც გამოტოვა გუშინდელი ვარჯიში, მისი თამაში ვილიარეალის წინააღმდეგ პრაქტიკულად გამორიცხულია. გუშინდელი ვარჯიში დრენტემ და ვან დერ ვაარტმაც გააცდინეს, მაგრამ ისინი სავარაუდოდ ამ უქმეებზე სრულ მზადყოფნაში იქნებიან.
გუნდში ტრამვების ეპიდემიის გამო, მანუელ პელეგრინი იძულებული გახდა გამოეძახებინა სამი კანტერელი: მარკოს ალონსო, მოსკერა და ხუანფრანი.
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 18 თებერვალი 2010
- 1 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.