ზიდანი:„„ელ კლასიკო“ ჩემპიონის ბედს არ გადაწყვეტს“
ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...
„გასაგებია, რომ ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ „ელ კლასიკო“ ჩემპიონის ბედს ვერ გადაწყვეტს, ვინაიდან ამის შემდეგ რამდენიმე შერკინება რჩება. თუ წავაგებთ, არ გვესიამოვნება, მაგრამ ბრძოლას განვაგრძობთ. თუ მოვიგებთ, ჩემპიონობისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ.“
„გარეთ ბეილი განაცხადში აუცილებლად იქნება. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, ვათამაშებ თუ არა სასტარტო შემადგენლობაში.“
„არაფერზე არ ვფიქრობთ გარდა „ბარსელონასთან“ მატჩისა.“
„ზეწოლა დიდია. შეხვედრა ბერნაბეუზე იმართება, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა, თუმცა ამასთანავე უფრო დიდი პასუხისმგებლობით თამაში მოგვიწევს.“
„თუ გვსურს, რომ „ელ კლასიკო“ მოვიგოთ, ბევრი შრომა მოგვიწევს, სხვაგვარად შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.“
„კატალონიის „ბარსელონას“ პრობლემების შექმნა ყოველთვის შეუძლია, ვინაიდან უძლიერესი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.“
„მარსელო ძალიან პოზიტიური და ენერგიული ფეხბურთელია. ბრაზილიელი შეგირდი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.“
„ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 120 წუთი ვითამაშეთ, რამაც უდიდესი ძალა წაიღო, ფეხბურთელები გადაღლილები არიან, მაგრამ მოტივაცია იმდენად დიდია, რომ ენერგია აღარავის ახსოვს.“
„ნეიმარის თამაში? მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს კატალონიელთა პრობლემაა.“
„ვიმეორებ, ნეიმარის საკითხი მე არ მეხება.“
„„ელ კლასიკომ“ შესაძლოა ბევრი რამ გადაწყვიტოს, მაგრამ ყველაფერს ნამდვილად ვერ გადაწყვეტს. ლა ლიგის მომდევნო პაექრობები საკმაოდ მძიმე იქნება, კალენდარი მართლაც ურთულესია.“
„კრიშტიანო რონალდუ პრობლემებს არ განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი 32 წლის არის, საერთოდ არ ეტყობა დაღლა. ევროპის ჩემპიონი „ელ კლასიკოს“ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.“
- 22 აპრილი 2017
- 8 194
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.