შუსტერი:„„რეალი“ „ელ კლასიკოში“ ფავორიტია“
ბერნდ შუსტერმა „ელ კლასიკოს“ შესახებ ისაუბრა...
„მადრიდის „რეალი“ „ელ კლასიკოში“ ფავორიტია და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს „ბარსელონას“ ცუდი ფორმა. მეორე რიგში ნეიმარის არყოფნა, რაც კატალონიელთათვის დიდი დანაკლისი იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ზიზუს გუნდის ჩემპიონობას წინ ვეღარაფერი აღუდგება. და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, „ბლანკოსი“ გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე „ბარსელონა“, ამიტომ ფავორიტის სტატუსით სწორედ ფრანგი მწვრთნელის დამოძღვრილები ისარგებლებენ.“
„ბერნაბეუს ფაქტორი? „ბარსელონასთვის“ სანტიაგო ბერნაბეუ საშინაო არენასავითაა, ამ გუნდს მადრიდში თამაში არასდროს უჭირს.“
- 21 აპრილი 2017
- 4 378
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.