რონალდო:"მადრიდში ძალიან ბედნიერი ვარ"
გუშინ საღამოს, მადრიდის ტელევიზიას "Casta de Campeones"–ს მეტად საინტერესო სტუმარი ეწვია, მათი რესპოდენტი იყო კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელმა განვლილ კარიერაზე, ბავშვობაზე და მანჩესტერ "იუნაიტედში" გატარებულ წლებზე ისაუბრა.
ადრეული წლები
"სკოლიდან დაბრუნებისთანავე მეგობრებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ გავრბოდი. ბავშვობაში "მტირალა ბიჭუნას" მეძახდნენ, რადგან მარცხს ვერასდროს ვეგუებოდი, თუ ვაგებდით მაშინვე ტირილს ვიწყებდი, ჩემს შეჩერებას ვერავინ ახერხებდა (იცინის). მე ძალიან კარგ ოჯახში გავიზარდე, ჩემი მშობლები არჩევანს არასდროს მიწუნებდნენ, რაც შეეძლოთ ყველაფერს მაძლევდნენ..."
"როდესაც ლისაბონში ჩავფრინდი, იქ უამრავი ხალხი და მანქანა დამხვდა, მაშინ ეს ძალიან მიკვირდა... ვფიქრობდი, რომ სულ სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი, ასეთი ლამაზი ადგილი არასდროს მენახა. ვარჯიშის პირველივე დღიდან ჩემი თამაშით ყველა მოიხიბლა, მწვრთნელები მაშინვე მიხვდნენ, რომ მათ წინაშე განსხვავებული კლასის ფეხბურთელი იდგა."
პაოლო კორდონდო (ლისაბონის სპორტინგის სკაუტი) რონალდოზე საუბრობს :"კრიშტიანო ყველასგან გამოირჩევა, ის მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება, იგი საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს ითხოვს. რონალდო გასაოცარ ტექნიკასა და სისწრაფეს ფლობს, მისი თამაშით მოხიბლული ვარ..."
"როდესაც ლისაბონი დავტოვე, ჩემი ოჯახის ყველა წევრს ცრემლები მოსდიოდა. პირველი ორი წელი ძალიან გამიჭირდა, სახლში დაბრუნებაზეც ვოცნებობდი, მაგრამ თანაგუნდელები ყოველთვის გვერდში მყავდა, მათ უანგარო დახმარება გამიწიეს, რისთვისაც ყოველ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი."
ლისაბონი, მანჩესტერი და მადრიდი
"ფერგიუსონმა რონალდოს 50 მატჩი იხილა და მხოლოდ მას შემდეგ განიზრახა მისი შეძენა. იგი დღითი დღე რწმუნდებოდა, რომ მის წინ უნიჭიერესი ფეხბურთელი იზრდებოდა. კრიშტიანოს გადმოსვლიდან, პირველივე წელს, იგი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს." – განაცხადა ხორხე მენდესმა.
"მანჩესტერული დებიუტი, ჩემი კარიერის საუკეთესო ნაწილია."
"ფერგიუსონი არის მწვრთნელი, რომელიც ყოველ ფეხბურთელს შვილივით უვლის. მან მანჩესტერში მამობა გამიწია, გამზარდა, ყველაფერი მომცა რაც მჭირდებოდა, ბატონი ალექსი ძალიან მიყვარს, მას უდიდეს პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და როგორც მწვრთნელს."
"ჩემი ბავშოვობის ოცნება მადრიდის "რეალში" თამაში იყო, ეს კლუბი ყველასგან განსხვავდება, მხოლოდ აქ შეგიძლია იგრძნო, თუ რას ნიშნავს, ითამაშო მსოფლიოს საუკეთესო გუნდში."
"მე არ მახსოვს რა ვთქვი ჩემი პრეზენტაციის დღეს, ეს ბუნებრივიცაა, მაშინ ძალიან დაბნეული ვიყავი, ამდენი ხალხი ხომ მხოლოდ ჩემს სანხავად მოვიდა."
"რონალდო სამეფო კლუბისთვის დაიბადა, ის ნამდვილი მადრიდისტაა. ამდენი ხნის განმავლობაში "ბლანკოსი" სწორედ კრიშტიანოს ელოდა, მისი კლასი, ფინტები, დახვეწილი მოძრაობები და სისწრაფე გამშვიდებს, ამოუცნობი სიამაყით გავსებს..." – განაცხადა ხორხე ვალდანომ.
უბრალოდ საკუთარი საქმის პროფესინალი...
ესპანელი ჟურნალისტი ენრიკე ორტეგო კრიშტიანოზე საუბრობს :"რონალდო დღევანდელი ფეხბურთის სიამაყეა, გამაოგნებელი ფინტები და მანგუსტის სისწრაფე, რონის დაუმარცხებელს ხდის. პორტუგალიელი ახლო მომავალში მადრიდის ლეგენდა გახდება."
მეორე ჟურნალისტი ხავიერ მატალანასი რონალდოზე, როგორც მსოფლიო ვარკვლავზე საუბრობს :"ის ფეხბურთს ალამაზებს, რონალდო მადრიდის ყველაზე ნათელი წერტილია."
ხორხე ვალდანომ დაამატა :"კრიშტიანო 24 საათი ვარჯიშობს, მან იცის რასაც აკეთებს, იგი ახლო მომავალში კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა."
"აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადრიდი ჩემი სახლია..."–დაასრულა რონალდომ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 18 თებერვალი 2010
- 2 365
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.