ლიონს ველით ბერნაბეუზე
მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა, მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის გენერალულმა დირექტორმა კომენტარი გააკეთეს ლიონთან მატჩზე რომელიც 10 მარტს გაიმართება.
კრისტიანო რონალდო: ''ჩვენ მთელი მონდომებით ვითამაშებთ რათა ლიონთან ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო მატჩი და ფრანგებს გავუტანოთ 2-3 გოლი. დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის რეალი ამას შეძლებს და ჩვენ გავალთ 1/4 ფინალში''
კაკა: ''ჩვენ მოტივირებულნი ვართ გამარჯვებისთვის! მოგება სანტიაგო ბერნაბეუზე ჩვენი მიზანია და ამას აუცილებლად შევძლებთ.''
არბელოა: ''ჩვენ გვაქვს 90 წუთი რათა შევძლოთ შემდეგ ეტაპზე გასვლა.ბლანკოსს მხარს დაუჭერს 80 000 გულშემატკივარი მოედანზე, ჩვენ მათ იმედებს გავამართლებთ და გავალთ შემდეგ ეტაპზე.''
ხაბი ალონსო: ''1-0 ეს ტრაგედია არაა, არც 2-0 და არც 3-0. ჩვენ ლიონს ველოდებით სანტიაგო ბერნაბეუზე და დავუმტკიცებთ მათაც და საერთოდ მთელ მსოფლიოს, რომ მადრიდის რეალი ასე იოლად არ მარცხდება და ჩვენი ჩამოწერა ლიგიდან ასე ადვილი არაა. ჩვენ გავალთ შემდეგ ეტაპზე.''
სერხიო რამოსი: ''ჩვენ გვაქვს 90 წუთი და 80 000 გულშემატკივრის მხარდაჭერა გვექნება ბერნაბეუზე. ეს დრო ჩვენ გვეყოფა და დავძლევთ ლიონის ბარიერს.''
მანუელ პელეგრინი: ''გამარჯვება სახლში 2-0! ეს მისია აკისრიათ ფეხბურთელებს.მეტოქე ძლიერია მაგრამ ჩვენ მათზე ძლიერები ვართ. ბოლომდე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი გუნდი გავა 1/4 ფინალში.''
ხორხე ვალდანო: ''ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე ერთი მიზნით უნდა გავიდნენ და ეს მიზანი გამარჯვებაა.''
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
სტატიის ავტორი: RealMadridFan
- 18 თებერვალი 2010
- 2 541
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.