ზიდანი:„ჩვენ „ბაიერნს“ ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და მსაჯებზე საუბარი არ ღირს“
ზინედინ ზიდანმა „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ვამაყობ ყველა მოთამაშეთი, რომლებმაც საოცარი მოტივაცია და შემართება აჩვენეს. ჩვენ ვიასპარეზეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდთან და მივაღწიეთ სასურველ შედეგს. არაერთი რთული შერკინება გვქონია, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო.“
„პირველ ტაიმში ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით. ბურთის ფლობის მხრივ, მცირე უპირატესობა ანჩელოტის გუნდს ჰქონდა, მაგრამ მომენტებს ჩვენ ვქმნიდით და მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით.“
„გუნდის რესურსი სრულად უნდა ავითვისოთ და „ბარსელონასთან“ შეხვედრაზე ვიფიქროთ. ძალიან რთული კალენდარი გვაქვს.“
„კრიშტიანო რონალდუს თამაში აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. პორტუგალიელი შთამბეჭდავია და სწორედ იმ დროს ახერხებს უმაღლეს დონეზე თამაშს, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება.“
„მთელი მატჩის მანძილზე „ბერნაბეუზე“ შეკრებილი პუბლიკა კრიშტიანოს სკანდირება. საოცრება იყო.“
„მსაჯების საკითხი? ეს პროფესია ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ წნეხთან არის დაკავშირებული. ჩვენ „ბაიერნს“ ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და მსაჯებზე საუბარი ნამდვილად არ ღირს. ორი მატჩის ჯამში „ბლანკოსმა“ გაცილებით მეტი მომენტი შექმნა და გაცილებით მეტის გატანა შეეძლო, ვიდრე „ბაიერნს“. ეს არის რეალობა.“
„120 წუთი ვითამაშეთ და ძალიან დაღლილები ვართ. ვეცდებით, „ელ კლასიკოსთვის“ ძალები აღვიდგინოთ.“
„ნახევარფინალის მეტოქე? ჩვენთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ვის შევხვდებით, „რეალი“ ყველა მოწინააღმდეგესთან ბოლომდე დაიხარჯება და ფინალისთვის იბრძოლებს.“
- 19 აპრილი 2017
- 18 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.