ხუან სანჩესი: კაკა უნდა დაუბრუნდეს საკუთარ პოზიციას!

ცნობილმა ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ხუან სანჩესმა ლიონისა და სამეფო კლუბის გუშინდელი მატჩი მიმოიხილა და საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, ასევე მან გააკრიტიკა სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი. სანჩესის აზრით კაკას დღევანდელი მდგომარეობა სწორედ მანუელს შეგვიძლია მივაწეროთ...

"გუშინ რეალს შეეძლო საფრანგეთშივე დაემთავრებინა ყველაფერი და ბერნაბეუზე მატჩი მხოლოდ ფორმალობა ყოფილიყო, მაგრამ პელეგრინიმ დაცვითი ტაქტიკა აირჩია, მადრიდის რეალი არასდროს არ უნდა ირჩევდეს დაცვით ტაქტიკას, რადგან ამ გუნდს მსგავსი რამის გაკეთება არ ჩვევია, სამეფო კლუბი მუდამ შეტევაზე უნდა ფიქრობდეს".

"თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ ფრანგული კლუბი კონტრშეტევებზე ააწყობდა თამაშს და ეცდებოდა კასილასის კარის აღებას, ლიონის მთავარი მწვრთნელი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მას შეგვიძლია შესანიშნავი ტაქტიკოსი ვუწოდოთ, მან გუშინდელ მატჩში დაჯაბნა ჩილელი სპეციალისტი. როდესაც ლიონმა გაიტანა, იქ უკვე ფეხბურთელებს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიეცათ, რეალიც ვეღარ წავიდა შეტევებში რადგან მეორე გოლის გატანას შეუშინდა, ლიონის თითოეული კონტრშეტევა მეტად სახიფათო იყო, შეიძლება გამოვყოთ დელგადოს თამაში, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა სერხიო რამოსს და ეზიკელ გარაის".

"სამეფო კლუბს შეტევაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ეს კი იმის ბრალია, რომ მეორე ტაიმი სრულად ჩააგდო პორტუგალიელმა რონალდომ, ასევე ვერ ითამაშა რიკარდო კაკამ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ პელეგრინი კაკას არ ათამაშებს იქ სადაც ბრაზილიელის ნამდვილი პოზიციაა და სადაც რიკარდო ყველაზე კარგად წარმოაჩენს თავს, კაკა ნამდვილი გამთამაშებელია, "ბლანკოსის" თამაშების 85 % -ს კი ფლანგზე ატარებს, სამეფო კლუბის გარემარბი კი რონალდო გახლავთ, მაგრამ იგი უფრო წინ არის წაწეული და ორიენტირებულია გოლების გატანაზე, ვფიქრობ ჩილელი სპეციალისტი რიკარდოს და რონალდოს ვერ იყენებს ისე , როგორც საჭიროა. სანამ ბრაზილიელი შემტევი არ დაუბრუნდება თავის ნამდვილ პოზიციას, იგი ვერ წარმოაჩენს თავს საუკეთესოდ".

"საერთოდ ჯამში გუშინდელი თამაში რეალმა პირნათლად წააგო და ეს ესპანელებმა უნდა აღიარონ, არ ვიცი რა იქნება ბერნაბეუზე, არამგონია მანუელის გუნდი თავქუდმოგლეჯილი წავიდეს შეტევაზე, რადგან ერთი გოლის გაშვება საკუთარ მოედანზე შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ დედაქალაქელებს. პელეგრინიმ პირველი თამაში ტაქტიკის მხრივ წააგო, ეხლა იგი გონს უნდა მოეგოს და მეორე თამაშში შეძლოს ფრანგთა მწვრთნელის დამარცხება, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ თუ რეალს სურს 1/4 ფინალში გასვლა, დიდად უნდა მოინდომოს და ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოს, მადრიდის წარმატება თითოეულ ფეხბურთელზეა დამოკიდებული".

  • Hala
  • 17 თებერვალი 2010
  • 3 073
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)