ზიდანი:„თუ ლიგის 1/2 ფინალში გავალთ, დიდი მიღწევა გვექნება“

„ბაიერნთან“ მატჩის წინ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...

„ეს იქნება ძალიან დიდი თამაში, ამიტომ გულშემატკივრებს უდიდესი როლი ეკისრებათ. ეჭვი არ მეპარება, სანტიაგო ბერნაბეუ გაივსება და მხურვალე მხარდაჭერა გვექნება. ასეთ შეხვედრებში ბერნაბეუ მართლაც გამორჩეულია.“

„გარეთ ბეილის თამაში „ბაიერნთან“ გამორიცხულია. გერმანულ კლუბთან ბრიტანელი ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლა ნამდვილად დიდი შრომის შედეგი იქნება. სერიოზული დანაკლისი გვაქვს და თამაში ბუნებრივია ჭირს.“

„ისკო ალარკონმა ლა ლიგის ბოლო ტურში ბრწყინვალედ ითამაშა, ესპანელი ძალიან გვჭირდება.“

„უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომელი ფეხბურთელი იასპარეზებს გარეთ ბეილის ნაცვლად, თუმცა ახლა ვერაფერს გეტყვით, ყველაფერს მატჩის დროს გაიგებთ.“

„კარლო ანჩელოტის გუნდის მიზანი არ შეცვლილა. მიუნხენელებს 1/2 ფინალის საგზურის მოპოვება სურთ, ამიტომ აგრესიულ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ.“

„ანჩელოტის რობერტ ლევანდოვსკის სახით ნამდვილი „9“-იანი ჰყავს, პოლონელ ფეხბურთელს ნებისმიერ დროს შეუძლია სიტუაციის გამწვავება.“

„გარეთ ბეილის „ელ კლასიკოში“ თამაშთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. უელსელი უსწრაფესი ტემპებით ცდილობს მწყობრში ჩადგომას, მაგრამ საბოლოო სიტყვას ექიმები იტყვიან, მისი თამაში დღევანდელი მონაცემებით საეჭვოა.“

„ვეცდებით, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. შეხვედრა ბერნაბეუზე იმართება და „რეალი“ დომინირებას გეგმავს.“

„ყველა შეგირდს დიდ პატივს ვცემ, მათ შორის ხამეს როდრიგესს.“

„კარიმ ბენზემას სახით შესანიშნავი ფორვარდი მყავს, რომელიც ხშირად ირგებს სხვა პოზიციაზე თამაშის როლსაც. ფრანგი მოთამაშე უნივერსალია და გუნდს ყველა რგოლში ეხმარება.“

  • Hala
  • 17 აპრილი 2017
  • 7 673
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)