კროოსი:„მიუნხენში გამარჯვება სასიამოვნო იყო“
ტონი კროოსმა ყოფილ კლუბთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„გერმანელი ვარ და მიუნხენი ჩემთვის უცხო არ არის. ამ კლუბის ღირსებას წლების მანძილზე ვიცავდი.“
„დღევანდელი დღე გერმანელთათვის ნამდვილად არასასიამოვნო იყო, ქომაგებმა დიდი დარტყმა მიიღეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსი“ მოწინააღმდეგეზე მაღლა იდგა და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.“
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს მანუელ ნოიერის ბრწყინვალე ასპარეზობა, რომელმაც კლუბი რამდენჯერმე იხსნა გაშვებულ გოლს.“
„არტურო ვიდალის თერთმეტმეტრიანი? ეს ბურთი ბევრ რამეს შეცვლიდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლა რიცოლი შეცდა და დანის ბურთი ხელზე არ მოხვედრია.“
„წინ ბერნაბეუს მატჩია. „ბაიერნის“ ელფერი დანებება არ არის, ამიტომ დიდი ყურადღების თამაში გვმართებს. 1:2-ის მიუხედავად, შანსები კიდევ თანაბარია.“
„კრიშტიანო რონალდუსთვის „მიუნხენური საღამო“ დაუვიწყარი აღმოჩნდა, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ძალიან მნიშვნელოვანი გოლების გატანა შეძლო.“
- 13 აპრილი 2017
- 2 382
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.