ზიზუ:„ბეილი იმიტომ შევცვალე, რომ დისკომფორტი ჰქონდა“

ზინედინ ზიდანმა „ბაიერნთან“ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„გარეთ ბეილი იმიტომ შევცვალე, რომ დისკომფორტი ჰქონდა. პირველი ტაიმის მიწურულს უელსელმა მითხრა, რომ დიდი ხანი თამაში აღარ შეეძლო. მოხარული ვარ, რომ ასენსიო თამაშში შესანიშნავად ჩაერთო და გარეთის არყოფნა არ დაგვეტყო.“

„მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტის გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა, „რეალის“ უპირატესობა საგრძნობი იყო. რომ არა გერმანელთა შესანიშნავი კიპერი მანუელ ნოიერი, გაცილებით მეტ გოლს გავიტანდით.“

„მსაჯმა პენალტი გამოიგო. 2:0-ის შემთხვევაში სიტუაცია სხვაგვარად განვითარდებოდა, მაგრამ „რეალის“ უპირველესი მიზანი მაინც გოლის გატანა იქნებოდა.“

„პირველი ტაიმის გარკვეულ მონაკვეთებში მეტოქეს ვაჯობეთ, თუმცა საერთო ჯამში „ბაიერნი“ ბევრად უკეთესი იყო, რაც ბურთის ფლობაშიც გამოიხატებოდა.“

„კრიშტიანო რონალდუ გამაოგნებელი ფეხბურთელია, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ყოველთვის ჩნდებოდა იქ, სადაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მიხარია, რომ „შვიდიანი“ ფორმაშია.“

„გუნდმა უნდა დაისვენოს და ლა ლიგის შეხვედრაზე გადაერთოს, ძალიან დატვირთული კალენდარი გვაქვს და განსაკუთრებული კონცენტრაცია გვჭირდება.“

  • Hala
  • 13 აპრილი 2017
  • 11 273
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)