რონალდო & კაკა
რონალდო და კაკა შემდეგ ეტაპს ოპტიმისტურად უყურებენ.
კრიშტიანო რონალდო
"ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. წავაგეთ, მაგრამ ჩვენ იგივეს გაკეთება შეგვიძლია მადრიდში, რაც "ლიონმა" გააკეთა საფრანგეთში. მე მშვიდად ვარ და მომავალ შანსს ველოდები."
"მადრიდის "რეალმა" სახლში გამარჯვებაზე უნდა იფიქროს. მართალია ეს შეხვედრა ჩავაგდეთ, მაგრამ განმეორებით მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ გასამარჯვებლად."
"სანტიაგო ბერნაბეუ ძალიან დაგვეხმარება. ყველამ თავდაუზოგავად უნდა ვივარჯიშოთ, რათა ოპტიმალურ ფორმაში შევიდეთ და ჩვენს სტადიონზე დავამარცხოთ ფრანგები."
კაკა
"მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ "ლიონთან" მატჩამდე ძალიან რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს ჩასატარებელი."
"ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი ლა ლიგაა. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს კი ზუსტად ორ კვირაში დავუბრუნდებით. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება."
სტატიის ავტორი: EL Gio
- 17 თებერვალი 2010
- 2 291
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.