ზიდანმა ახალი გეგმა შეიმუშავა
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი საგონებელშია ჩავარდნილი, ამიტომ ახალი გეგმის შემუშავება დაიწყო...
რა უნდა ქნას გუნდმა თუ სერხიო რამოსი ან ნაჩო ფერნანდესი გამოაკლდება? კოლექტივში მეტი მცველი აღარ არის. მოგეხსენებათ, რაფა ვარანი და პეპე ტრავმირებულები არიან.
დღევანდელ ვარჯიშზე ზინედინი ფეხბურთელებს ახალ გეგმას გააცნობს, რომლის მიხედვითაც, კაზემიროს მცველად მოუწევს გადასვლა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი დღეიდან დამატებით დავალებებს მიიღებს და საკუთარ პოზიციასთან ერთად ცენტრალური მცველის პოზიციის შეთავსებაც მოუწევს.
ახალგაზრდა შუახაზელს ცენტრალურ მცველად რამდენჯერმე უთამაშია, თუმცა ის დიდ გამოცდილებას არ ფლობს.
- 9 აპრილი 2017
- 5 295
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.