ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა პეპეს კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვდა
კეპლერ პეპე „ატლეტიკოსთან“ შეხვედრის გმირად გამოცხადდა. გარდა იმისა, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გოლის გატანა შეძლო, უმძიმესი ტრავმა მიიღო, რამაც გულშემატივარი გააღიზიანა...
მას შემდეგ, რაც პეპემ მოედანი დატოვა, მთელი სტადიონი სკანდირებდა - „ახალი კონტრაქტი პეპეს“, „პეპე „რეალში“ უნდა დარჩეს“, „პეპე ჩვენია“ და ასე შემდეგ.
მადრიდული პუბლიკა ფლორენტინო პერესს მოუწოდებს „სამიანთან“ კონტრაქტი განაახლოს.
შეგახსენებთ, კეპლერს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს.
- 9 აპრილი 2017
- 2 355
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.