ზიდანი:„გეთანხმებით, ახლა შეიძლება მართლაც გამიშვან გუნდიდან“

ზინედინ ზიდანმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ვიცოდი, რომ პირველი კითხვა მომავალთან დაკავშირებით დაისმებოდა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ მადრიდის „რეალი“ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, მე წასვლაზე არ ვფიქრობ. საფიქრალი მხოლოდ „ბლანკოსის“ წინსვლაა. გეთანხმებით, ახლა შეიძლება გამიშვან, შეიძლება კონტრაქტი გამიხანგრძლივონ და ასე შემდეგ. ამაზე ფიქრის დრო არ მაქვს.“

„თავს კარგად ვიცავდით და შეტევებში აგრესიულები ვიყავით, მაგრამ დაფიქსირდა მომენტი, სადაც დაცვაში ჩავარდნა მოხდა და გრიზმანმა გოლის გატანა შეძლო. მადრიდი „რეალი“ მოგებას იმსახურებდა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს.“

„ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ და ვეცადოთ „მიუნხენელებს“ მათსავე მოედანზე მოვუგოთ.“

„1 ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ 3 უნდა მოგვეპოვებინა, ახლა „ბარსელონას“ შედეგს დაველოდებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლა ლიგაში მაინც ყველაფერი ჩვენი კარნახით მიმდინარეობს. თუ ყველა შეხვედრას მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგის ტიტულში ვერავინ შეგვეცილება.“

„ცვლილებები? პეპე იძულებით შევცვალე, ისკოსა და ვასკესის მოედანზე შეყვანაში კი ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ.“

„არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ფიზიკური თვალსაზრისით მზად არ იყვნენ.“

„გრიზმანი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რაც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. საფრანგეთის ნაკრებს ანტოანის სახით შესანიშნავი შემტევი ჰყავს.“

  • Hala
  • 9 აპრილი 2017
  • 11 349
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)