რამოსი:„„რეალმა“ დღეს ვერ მოიგო, მაგრამ არასდროს ნებდება“

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა...

„მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვითამაშეთ და მოგებას ვიმსახურებდით, მხოლოდ ყაიმს დავჯერდით. „რეალმა“ დღეს ვერ მოიგო, მაგრამ ეს გუნდი არასდროს ნებდება.“

„შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და მაქსიალურად ვეცადოთ, ყველა შეხვედრა მოვიგოთ და ჩემპიონები გავხდეთ. ჯერ-ჯერობით ყველაფერი ჩვენსხელთაა, „ბარსელონას“ ქულების გათანაბრების შანსი აქვს, მაგრამ ჩვენ „სელტასთან“ გადადებული შეხვედრა გვაქვს გასამართი, სადაც შანსი მოგვეცემა.“

„გასახდელში ყველა დათრგუნული იყო. თითოეული ფეხბურთელი აცნობიერებს, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება ჰაერივით გვესაჭიროებოდა. ახლა ცუდ განწყობაზე ყოფნის დრო არ არის, რადგან წინ მიუნხენია, სადაც უმნიშვნელოვანესი პაექრობას გველის, ასევე ახლოვდება „ელ კლასიკო“ და განმეორებითი შეხვედრა კარლოს გუნდთან. რთული კალენდარი გვაქვს და სერიოზული ძალისხმევის გაღება მოგვიწევს.“

„კონცენტრაციის ნაკლებობა? არ ვთვლი, რომ ფეხბურთელები მობილიზებულები არ იყვნენ, თუმცა არ გაგვიმართლა.“

„ხამესსა და ზინედინ ზიდანს შორის უთანხმოება არ არსებობს. თამაში ყველა სურს, ვინაიდან „რეალი“ უმაღლესი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. შესაძლოა, როდრიგესის როლი კოლუმბიის ნაკრებში ფასდაუდებელია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სამეფო კლუბზე.“

  • Hala
  • 8 აპრილი 2017
  • 1 246
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)