ზიდანი:„სეზონის ბოლოს შესაძლოა, მადრიდის „რეალი“ დავტოვო, ანაც წლები დავრჩე“
ზინედინ ზიდანმა მადრიდული დერბისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„გულშემატკივრების ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა საოცარ დახმარებას გაგვიწევს და გამარჯვებაში დიდ წვლილს შეიტანს. ძალიან რთული მატჩი გველის და ეჭვი არ გვეპარება, 3 ქულას მოვიპოვებთ.“
„ეს იქნება მკაცრი 90 წუთი. თითოეულ დეტალს მნიშვნელობას მივანიჭებთ და ვეცდებით, მაქსიმალური ყურადღებით ვიასპარეზოთ.“
„ფავორიტზე საუბარი ზედმეტია. ორივე გუნდს სურს, რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს და გამარჯვებულის რანგში მოგვევლინოს.“
„ბოლო 4-5 წლის განმავლობაში „ატლეტიკო“ „რეალს“ ტოლსწორად ეპაექრება, არაერთი შეხვედრის გახსენება შეიძლება, სადაც სიმეონეს გუნდმა მოიგო. ჩვენ ვემზადებით ურთულესი შერკინებისთვის.“
„აპრილის შეხვედრებში BBC-ს როლი უდიდესი იქნება, ამ ტრიომ იცის, რომ ძალიან დიდი პროგრესი მართებს.“
„კრიშტიანო რონალდუმ და გარეთ ბეილმა იციან, რომ სეზონის ბოლომდე ძალიან სერიოზულ დატვირთვას მიიღებენ, ანალოგიურის თქმა შემიძლია კარიმ ბენზემაზე.“
„ჩემი მომავალი? ამაზე საუბარი ნაადრევია. შესაძლოა, მადრიდის „რეალიდან“ წავიდე, შესაძლოა წლების მანძილზე დავრჩე და არაერთი ტიტული მოვიგო. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ სეზონი ტრიუმფალურად დავასრულო, ჩემი პრიორიტეტი სწორედ ეს არის.“
„ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმის გამო, რომ „ბლანკოსი“ ჩამაბარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ იღბლიანი ვარ.“
„ისკო ალარკონთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, ჩვენს შორის გაუგებრობა არ არსებობს.“
„თუ სეზონს ტიტულების გარეშე დავასრულებთ, წარმატებულ წლად არავინ ჩათვლის, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.“
„ხამეს როდრიგესი უკმაყოფილო იყო და ეს ღიად გამოხატა, ჩვენს შორის ურთიერთობა გარკვეულია.“
„მოხარული ვარ, რომ ალვარო მორატა ასეთ კარგ ფორმაშია. ესპანელი არაერთ შეხვედრაში დაგვჭირდება.“
- 7 აპრილი 2017
- 8 389
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.