მარსელო:„იმ წუთების გახსენება ჩემთვის ახლაც მძიმეა, ეს „რეალში“ მოხდა“
მარსელო ვიეირამ ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა...
„გავიხსენებ უმძიმეს მომენტს, რომელიც მადრიდის „რეალში“ მქონდა. ეს დაახლოებით 10 წლის წინ დაფიქსირდა.“
„კლუბის ხელმძღვანელობამ დამირეკა და ბერნაბეუსთან მდებარე ოფისში მისვლა მთხოვა. მაშინ მე მითხრეს, რომ იჯარით გაშვებას მიპირებდნენ, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა მიმეღო და გუნდში გამოცდილი დავბრუნებულიყავი. ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო, თუმცა სიმტკიცე და სიძლიერე გამოვიჩინე.“
„მაშინ მე მათ მივუგე, რომ წასვლას არ ვაპირებდი და დავამტკიცებდი, რომ გუნდისთვის სარგებელის მოტანა წასვლის გარეშეც შემეძლო.“
„იმ წუთების გახსენება ჩემთვის ახლაც კი მძიმეა.“
- 7 აპრილი 2017
- 6 233
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.