კასილასი: "რაც შეიძლება ცოტა ბურთი უნდა გავუშვათ"
მადრიდის "რეალის" მეკარემ, იკერ კასილასმა განაცხადა, რომ თუ სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის გაგრძელება სურს, რაც შეიძლება ცოტა ბურთი უნდა გაუშვას.
"სამეფო კლუბის ისტორიას "ლიონი" ძალიან ცუდად ახსოვს. ასე რომ, ჩვენ შური უნდა ვიძიოთ და დავამაცხოთ ისინი, როგორც საფრანგეთში, ასევე ესპანეთში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფრანგები დაგვნებდებიან."
"ლიონის "ოლიმპიკს" ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ისინი ჩემპიონთა ლიგაში სასწაულებს ახდენენ. მათ წელს ახალი ფეხბურთელები დაემატათ, რომლებიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე სასწაულებს ჩადიან, თუმცა "ლიონი" შეელია კარიმ ბენზემას, რომელიც ახლა მადრიდისტაა."
"ამ ტურნირში მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს გასვლაზე ითამაშებ, თუ სახლში, მთავარია პირველი მატჩის მოგება. მაგალითად 0 - 0 არ არის კარგი შედეგი, ამიტომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძლოებთ გამარჯვებისთვის."
"როდესაც თამაშს კეტავ, არ უნდა გეგონოს, რომ მოწინააღმდეგე გუნდი გოლს ვერ გაგიტანს. ამიტომაც ჩვენ თამაშს გავხსნით და მაღალი კლასის ფეხბურთს ვითამაშებთ. ვეცდებით გავუშვათ რაც შეიძლება ცოდა და გავიტანოთ რაც შეიძლება ბევრი, რათა სახლში მშვიდად ვუმასპინძლოთ ფრანგებს."
"სიმართლე გითხრათ ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკონპლექტებულ გუნდთან თამაში ძალიან სასიამოვნოა."
სტატიის ავტორი: EL Gio
- 16 თებერვალი 2010
- 2 042
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.