იანვარი/თებერვლის საუკეთესო გუნდების - ToP 10
"Goal.com"-ის ჟურნალისტებმა მთელი მსოფლიოდან იანვარი/თებერვლის თვის საუკეთესო 10 გუნდი ამოარჩიეს.
10. ბაქოს "ინტერი" (აზერბეიჯანი)
აზერბეიჯანული გრანდი ნამდვილ სასწაულებს ახდენს საკუთარ ჩემპიონატში. ამ გუნდის შეჩერება ძალიან რთულია. ბაქოს "ინტერის" ლიდერი და ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი, ქართველი დავით ოდიკაძეა.
9. "ალ გარაფა" (ყატარი)
ეს ის გუნდია, სადაც ყველასათვის საყვარელი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ჟუნინიო პარნამბუკანო თამაშობს. ყატარი ფინანსურად მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა და შესაბამისად ფეხბურთიც ადვილად ვითარდება. გასული ათწლეულისგან განსხვავებით, არაბეთის ნახევარკუნძლზე ფეხბურთის დონემ ძალიან მაღლა აიწია და ახლო მომავალში პიკსაც მიაღწევს.
8. "ველეს სარსფილდი" (არგენტინა)
"კოპა ლიბერტადორესის" ერთ–ერთი ფავორიტი სწორედ "სარსფილდია", ამ გუნდმა ეს ტურნირი ბოლოს 1994 წელს მოიგო, ახლა კი იგივეს განმეორებას გეგმავს. ეს გუნდი არამარტო იანვარ/თებერვალში, არამედ მთელი განვლილი სეზონის განმავლობაში სტაბილურად ასპარეზობს.
7. მანჩესტერ "იუნაიტედი" (ინგლისი)
"წითელი ეშმაკები" ძალიან კარგად ათამაშდნენ, ეს გუნდი ბოლო 3 წელია რაც ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს. მათი შეჩერება ფაქტიურად შეუძლებელია, ფერგიუსონის შეგირდები 2007|08 და 2008|09 წლების სეზონში ორჯერ მოხვდნენ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში და ერთი მათგანის მოგებაც მოახერხეს. მანჩესტერული გრანდი იანვარ/თებერვალშიც მშვენივრად ასპარეზობს და პრემიერ ლიგის მოგების მთავარ ფავორიტადაც ითვლება.
6. "ჯი–ემ–ეს" ბახაია (ალგერია)
"მწვანეები" საკუთარი ჩემპიონატის ლედერები არიან. ეს გუნდი მიმდინარე თვეშიც კარგად თამაშობს და ქულების მაქსიმუმის დაგროვებასაც ახერხებს. ალგერიული გრანდი ყოველ შეხვედრაში უმატებს, საკუთარ ჩემპიონატში მათ დამარცხებას ვერავინ ახერხებს.
5.მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)
ლა ლიგაში თავდაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობს, პრიმერას დაუფლებას ჩვეულად ორი გუნდი ცდილობს, კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი". დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანუელ პელეგრინის შეგირდები სეზონის მეორე წრეში გუარდიოლას დამოძღვრილ გუნდს ჯობნიან, მაგრამ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად ისევ "ბლაუგნარა" რჩება.
4. "სიდნეი" (აუსტრალია)
"ლურჯებმა" სეზონის მეორე ნახევარი დიდებულად დაიწყეს. ჯერ იყო და მათ "მელბურნი" დაამარცხეს 2–0, შემდეგი მათი მსხვერპლი თანაქალაქელები გახდნენ. ასე, რომ აუსტრალიის ჩემპიონატის საუკეთესო წარმომადგენელი ჩვეულ ფორმაშია.
3. პენაროლი (ურუგვაი)
"პენაროლი" შესანიშნავ ფორმაშია, "ყვითლები" ნებისმიერ მეტოქეს უმოწყალოდ უსწორდებიან და ურუგვაის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში "ინტერის" ყოფილი ფორვარდი ანტონიო პოჩეკო ასპარეზობს.
2. მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია)
სეზონის საშინელი სტარტის შემდეგ, მიუნხენური გრანდი "ბუნდესლიგის" ლიდერის რანგში მოგვევლინა. "ბავარიამ" 2009|10 წლის სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად დაიწყო, გერმანელებს არც ერთი ქულა არ დაუკარგავთ, მათი მონაგარი 100%–იანია.
1. "რომა" (იტალია)
იტალიური გრანდი დიდებულ ფორმაშია. კლაუდიო რანიერის შეგირდებს 21 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ. დედაქლაქელები სერია "ა"–ს ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენლები არიან. "ჯიალოროსი" სკუდეტოს თასზე მეორე პოზიციას იკავებს და ერთპიროვნულ ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
ავტორი: Kevlisha
- 16 თებერვალი 2010
- 3 283
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.