კოვაჩიჩი:„პირველ ტაიმში ყველაფერს წერტილი დაესვა“
მატეო კოვაჩიჩის განცხადებით, გუშინდელი დაპირისპირების გამარჯვებულის ვინაობა პირველივე ტაიმში გაირკვა...
„მართალია, „ლეგანესი“ 0-3-საც არ დანებდა და ორი გოლის გატანა შეძლო, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი იყო. ყველაფერს წერტილი პირველ ტაიმში დაესვა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო.“
„ეს მადრიდის „რეალია“, სადაც მუდამ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად ვცდილობ, მთავარი მწვრთნელის მითითებები შევასრულე და კიდევ უფრო საჭირო ფეხბურთელი გავხდე. ყოველდღიურად ბევრს ვვარჯიშობ და განვითარების გზას ვადგავარ.“
„რაფა ვარანის გარდა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მოედანზე გასასვლელად მზად არის.“
- 6 აპრილი 2017
- 1 423
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.