ლევანდოვსკიმ ვარჯიში დროზე ადრე შეწყვიტა
"ბაიერნის" თავდამსხმელმა ვარჯიშზე მარჯვენა ფეხში დისკომფორტი იგრძნო და ვარჯიში დროზე ადრე დატოვა
"დორტმუნდთან" თამაშამდე 2 დღით, ხოლო "მადრიდის რეალთან" დაპირისპირებამდე ექვსი დღით ადრე "ბაიერნს", კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდა.
ვარჯიშის დაწყებიდან 40 წუთის შემდეგ, როცა ანჩელოტიმ ფეხბურთელები გუნდებად დაჰყო, ლევანდოვსმიმ მოულოდნელად მარჯვენა ფეხზე დისკომფორტი იგრძნო, რის შემდეგაც, მან სავარჯიშო მოედანი დატოვა.
მოგვიანებით მას გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტრავმა გამოირიცხა და მოსალოდნელია, რომ პოლონელი ფეხბურთელი, როგორც "დორტმუნდთან", ასევე "მადრიდის რეალთან" დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას.
წყარო: Bild და Marca
- 6 აპრილი 2017
- 2 120
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.