ასენსიო: "არ ვფიქრობ, რომ სხვა კლუბში უფრო მეტი სათამაშო დრო მექნებოდა"
მარკო ასენსიო,ნაჩო, ლუკას ვასკესი და კაზემირო თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრნენ
მარკო ასენსიო
თამაში: "თავიდანვე მოსაგებად ვიყავით გამოსული. მნიშვნელოვანო სამი ქულა მოვიპოვეთ. ეხლა დროა შაბათის თამაშისთვის მოვემზადოთ."
დერბი: "მოუთმენლად ველოდებით, მოსაგებად ვაპირებთ გასვლას. თუ ყველა ბოლომდე დავიხარჯებით, შედეგიც შესაბამისი იქნება."
დროის ნაკლებობა: "საერთოდ არ ვფიქრობ სხვა კლუბზე და უფრო მეტ სათამაშო დროზე. ერთადერთი , რაზეც ვფიქრობ , "მადრიდის რეალია". თავიდან ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, მაგრამ აუცილებელია, რომ ვარჯიშებზე ბევრი იშრომო და როცა დრო მოგეცემა, გამოიყენო შანსი. დარჩენას და სათამაშო დროისთვის ბრძოლას ვაპირებ."
ლა ლიგის ბედი: "ბევრი თამაში არ არის დარჩენილი და თითოეული მათგანი გადამწყვეტია."
ზიდანთან კომუნიკაცია: "ვიცი, რომ ის მენდობა და ვეცდები მისი ნდობა გავამართლო."
ნაჩო
კარგი სტარტი: "მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებულნი გამოვედით, ბოლომდე ვიხარჯებოდით და შედეგიც იყო."
მოდუნება: "3:0 ანგარიშზე მოვდუნდით , რამაც თავისი შედეგი მოიტანა. მეორე ნახევარი უფრო მშვიდად და კარგად ჩავატარეთ."
დერბი: "კარგ ფორმაში ვხვდებით თამაშს და ფსიქოლოგიურად ძლიერები ვართ. ეს დერბია და ყველას სურს მოგება, მაგრამ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ ფორმაში ვხვდებით ამ თამაშს."
ლუკას ვასკესი:
როტაცია: "ეს ამ გუნდისთვის დამახასიათებელია. ასე იყო მთელი სეზონის მანძილზე."
დერბი: "კარგ ფორმაში ვართ. თავდაჯარებულობა არ გვაკლია ეროვნული ნაკრებების შესვენების შემდეგ მოგებული ორი თამაშის გამო და შემდეგ ტურშიც მოგებას ვაპირებთ."
კაზემირო
ანალიზი: "ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო და რაც მთავარია ფინალამდე ერთით ნაკლები თამაში დაგვრჩა."
კონცენტრაციის ნაკლებობა: "შედეგად ხუთ წუთსი ორი გოლი მივიღეთ... ასე არ შეიძლება. მაგრამ მთავარია, რომ რეაქციაც შესაბამისი გვქონდა. შეცდომები უნდა გამოსწორდეს. შემდეგ თამაშებში ასეთი კონცენტრაციის დაკარგვა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს."
როტაცია: "ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს. ყველა, ვინც გამოვიდა მოედანზე, კარგად გამოიყურებოდა და სწორედ ამიტომაც იგებს "მადრიდის რეალი."
წყარო: AS
- 6 აპრილი 2017
- 3 530
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.