"მადრიდის ატლეტიკო" ეცდება "მადრიდის რეალს" სასამართლოში უჩივლოს
"მადრიდის ატლეტიკო" მზადაა, რომ ტეო ერნანდესის საქმესთან დაკავშირებით "მადრიდის რეალს" უჩივლოს
"მადრიდის ატლეტიკოს" შეუძლია ფიფაში "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ტეო ერნანდესთან გამართული მოლაპარაკებების გამო. უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს რეგულაციაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი კლუბს ეკრძალება ისეთ ფეხბურთელთან პირადი მოლაპარაკებები, რომელსაც კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი აქვს დარჩენილი.
ტეო ერნანდესს კი "ატლეტიკოსთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ის "როხიბლანკომ" "ალავესში ერთ წლიანი იჯარით გაანათხოვრა და 1 ივლისიდან კვლავ "ატლეტიკოს" რიგებში დაბრუნდება.
რეგულაციაში ნათქვამია, რომ "კლუბი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს ფეხბურთელის მესაკუთრე კლუბს ფეხბურთელით დაინტერესების შესახებ მანამდე სანამ დაიწყებს თავად ფეხბურთელთან მოლაპარაკებას". სწორედ აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა დაცული "თეთრების" მხრიდან, როგორც ამას "ატლეტიკოს" წარმომადგენელი იტყობინება.
ასევე რეგულაციაში წერია, რომ "ნებისმიერი ფეხბურთელს შეუძლია თავისუფლად გააფორმოს ხელშეკრულება სხვა კლუბთან , თუ მისი მოქმედი ხელშეკრულება ექვსი თვის ვადაში იწურება. ვინც ამ მოთხოვნას დაარღვევს დაისჯება დისციპლინარული პასუხისმგებლობით."
"მადრიდის რეალში" თავის მხრივ არ მალავენ, რომ დაინტერესებულნი არიან ტეო ერნანდესის შეძენით, მაგრამ კლუბის მენეჯმენტი კატეგორიულად უარყოფ ხმებს, თითქოს მათ "ატლეტიკოს" გვერდის ავლით დაიწყეს მოლაპარაკებები ფეხბურთელთან.
მიგენ ანხელ გილ მარინი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტეო ერნანდესის "მადრიდის რეალში" გადასვლას და ის ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად, როგორც ეს კუნ აგუეროს, დიეგო ფორლანის, რადამელ ფალკაოს და კოუტინიოს შემთხვევაში გააკეთა, როცა მათ "მადრიდის რეალის" გარდა ნებისმიერ კლუბში გაშვებაზე თანახმა იყო.
წყარო: AS
- 6 აპრილი 2017
- 6 744
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.