ხუან სანჩესის აზრით რეალი საფრანგეთშივე დაამთავრებს ყველაფერს
ცნობილი ესპანელი ექსპერტი ხუან სანჩესი თვლის, რომ მადრიდის რეალი ლიონში დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს და იქვე გადაწყვეტს ყველაფერს...
"მანუელ პელეგრინის შეგირდები თუ მოინდომებენ ყველაფერი ლიონში დამთავრდება, მათ შეუძლიათ ამ გუნდის დამაჯერებლად დამარცხება და მომდევნო ეტაპზე გასვლა, ფრანგები წელს არ არის სათანადო დონეზე და ამას მათი სატურნირო მდგომარეობაც ასახავს ქვეყნის ჩემპიონატში. თუკი რეალმა მოახერხა საფრანგეთში გამარჯვება, მაშინ მატჩი ბერნაბეუზე მხოლოდ ფორმალობა იქნება".
"კრიშტიანო რონალდო ხერესსთან დაბრუნდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, დარწმუნებული ვარ იგი ლიონის კარის დარაჯს ბევრ ხიფათს შეუქმნის. ფორმაშია რიკარდო კაკაც, რომელმაც ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი ლა ლიგის აუტსაიდერთან შეხვედრის დროს და გააკეთა საგოლე გადაცემები, მან დიდი წვლილი შეიტანა წინა გამარჯვებაში".
"თუ რეალი მოინდომებს, საფრანგეთიდან დავდაჯერებული დაბრუნდება სამშობლოში და უკვე ექნება 1/4 ფინალზე ფიქრის საშუალება, დარწმუნებული ვარ გახსნილ თამაშს და უამრავ გოლს ვიხილავ, მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს და ამ მატჩს" - განაცხადა სანჩესმა.
- 16 თებერვალი 2010
- 2 249
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.