ვიდალი: " "ატლეტიკოსგან" განსხვავებული თამაში გველის"
არტურო ვიდალმა "მადრიდის რეალთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის "ატლეტიკოსგან" განსხვავებული იქნება.
რამოდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ "მადრიდის რეალისთვის" გოლების გატანას აპირებდით
(იცინის) დიახ, ეს ეროვნულ ნაკრების მაისურით გამართული თამაშის შემდეგ ვთქვი. მშვენიერი თამაში გამოვა. მინდა , რომ გოლი გავიტანო. ჩვენ დავუპირირსპირდებით გუნდს, რომელიც ჩვენს დონეზე იმყოფება. ვნახოთ , თუ ვინ იქნება უფრო ძლიერი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგას ჩვენ მოვიგებთ.
ზიდანის გუნდის წინააღმდეგ მთავარი რა იქნება?
აუცილებელია, რომ ძალიან კონცენტრირებულნი ვიყოთ, როცა ბურთს დავკარგავთ, ვინაიდან ისინი ამისგან სარგებლის ნახვას შეეცდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ "თეთრები" არ იქნებიან მოწოდებულნი პირველად ნომრად ითამაშონ და მთელ თამაშს ჩვენ გავაკონტროლებთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ცოტა შეცდომა დავუშვათ, ვინაიდან ისინი ამას არ გვაპატიებენ.
ფიქრობთ თუ არა , რომ "ატლეტიკოსთან" თამაშიგან განსხვავებული მატჩი გელოდებათ?
დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან განსხვავებული თამაში იქნება, ვინაიდან "მადრიდის რეალს" არ უყვარს ლოდინი თავისი შანსისთვის, როგორც ეს "ატლეტიკომ" გააკეთა. "რეალი" დიდი გუნდია და მას მოუწევს იმ თამაშის ჩვენება, რომელიც ჩემპიონებს შეეფერება. სწორედ ამიტომაც ეს ჩვენთვის კარგი თამაში იქნება.
წყარო: AS
- 4 აპრილი 2017
- 3 383
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.