„მარკას“ ექსკლუზივი:„მადრიდის „რეალმა“ პირველი ტრანსფერი გაჩარხა“
„მარკა“-ზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, პირველი ტრანსფერი გაჩარხა...
საქმე ეხება ტეო ერნანდესს, რომელიც ამჟამად „ალავესის“ ღირსებას იცავს, მაგრამ „ატლეტიკოს“ საკუთრებაა და დეპორტივოელთა რიგებში იჯარის წესით არის ჩარიცხული.
ტეო 1997 წლის 6 ოქტომბერს არის დაბადებული და სულ რაღაც 19 წლის გახლავთ. ის ახალგაზრდა და უნიჭიერესი მცველია.
„მარკას“ ინფორმაციით, ზაფხულში „ბლანკოსი“ ერნანდესთან 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ „მარკას“ ინფორმაცია მადრიდის „რეალის“ ვებ-გვერდს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რასაც „მარკა“ იმით ხსნის, რომ სატრანსფერო ფანჯარა გახსნილი არ არის.
- 4 აპრილი 2017
- 6 448
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.