კატალონიელებს ეჭვი ეპარებათ

როგორც მოგეხსენებათ, "მადრიდის რეალი" გახდა პირველი ბრენდი, რომლის გვერდსაც სოციალურ ქსელში 100 მლნ.-ზე მეტი მოწონება აქვს. აღნიშნულ მიღწევას უკვალოდ არ ჩაუვლია კატალონიურ პრესაში

როგორც ზემოთ გაუწყეთ, "მადრიდის რეალმა" შაბათს განაცხადა, რომ გახდა პირველი სპორტული ბრენდი, რომელმაც სოციალურ ქსელში (ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი facebook-ი) გადააბიჭა 100 მლნ-ზე მეტი მოწონების ზღვარს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლო კვირის მანძილზე "მადრიდის რეალსა" და "ბარსელონას" შორის მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლა. ორივე კლუბი ახლოს იყო 100 მლნ-იანი მოწონების ნიშნულთან , შესაბამისად მათ დაიწყეს კამპანია, რომ პირველს მიეღწიათ აღნიშნული მაჩვენებლისთვის. კატალონიელებისთვის სამწუხაროდ, პირველი აქაც "მადრიდის რეალი" აღმოჩნდა.

აქედან გამომდინარე, კატალონიური პრესა გუშინდელი დღიდან იუწყება, რომ "მადრიდის რეალმა" საეჭვოდ სწრაფად და მოკლე ვადაში შეაგროვა შესაბამისი რაოდენობის მოწონება და სანაცვლოდ მოჰყავთ მისი მოწონებების საშუალო რაოდენობა კამპანიის დაწყებამდე. ბოლო ექვსი თვის მიხედვით, სოციალურ ქსელში "მადრიდის რეალის" ოფიციალური გვერდის საშუალო დღიური მოწონებების რაოდენობა იყო 25 000. 26 მარტის შემდეგ კი აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

6 დღის მანძილზე, "მადრიდის რეალმა" მოახერხა 4 მლნ. მოწონების მოგროვება, რამაც მას 100 მლნ. მოწონების მიღწევის საშუალება მისცა. აღნიშნული ნიშნავს საშუალოდ 658 272 მოწონებას დღეში, რაც ადრინდელ საშუალო დღიურ მაჩვენებელს 20-ჯერ აღემატება.

ექსპერტების ცნობით კი, როგორც კატალონიელები იუწყებიან, აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ინვესტიციის გზით არის შესაძლებელი. Facebook-ის კატალონიელი ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ "მადრიდის რეალს" ამის მისაღწევად მილიონამდე ევროს გაღება მოუწევდა.

წყარო: SPORT.ES

  • shvela
  • 3 აპრილი 2017
  • 3 672
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)