ალბიოლი ჩემპიონთა ლიგაზე
მადრიდის "რეალის" მცველი რაულ ალბიოლი დარწმუნებულია იმაში, რომ მისი გუნდი შეძლებს ფინალში თამაშს, მაგრამ მანამდე "თეთრებს" დიდი გზა აქვთ გასავლელი.
"ჩვენ შეგვიძლია ფინალში თამაში. ეს გზა ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის".
"ტიტულების მოსაგებად, კლუბი მაღალი დონის ფეხბურთს უნდა აჩვენებდეს. ასევე საჭიროა სტაბილურობა მთელი 38 კვირის განმავლობაში. ჩემპიონთა ლიგაზე ერთი დაშცებული შეცდომაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ფინალამდე 6 თამაშია დარჩენილი. პირველ ორ შეხვედრას ,,ლიონთან" ჩავატარებთ და ძალიან კონცენტირერბულნი უნდა ვიყოთ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, საჭირო იქნება დიდი შრომა და თავდადება, რისთვისაც მზად ვართ. მეოთხედ ფინალში აუცილებლად უნდა გავიდეთ".
"ლიონი გამოცდილი გუნდია და ძალიან სახიფათოა ევროპაში. ქვეყნის ჩემპიონატში "ოლიმპიკის" ფეხბურთელები შესანიშნავად გამოდიან. მათთან თამაში ურთულესი იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა გავიმარჯვოთ".
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 15 თებერვალი 2010
- 1 815
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.