ბენზემა:„მბაპეს ვურჩევ, რომ სანამ „რეალში“ გადმოვა კარგ დაფიქრდეს“
კარიმ ბენზემას განცხადებამ მადრიდისტების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მას დამცველებიც გამოუჩნდნენ...
„მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელია. მიხარია, რომ საფრანგეთის ნაკრებს ასეთი მაღალი დონის წინახაზელი ეზრდება.“
„მადრიდის „რეალის“ ინტერესი? მას ვურჩევ, რომ სანამ „რეალში“ გადმოვა ძალიან კარგად დაფიქრდეს, ყველაფერი გააანალიზოს, აწონ-დაწონოს და გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ მიიღოს.“
„როდესაც „ბლანკოსის“ წინადადებას დავთანხმდი, ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. 21 წლის ასაკში „მერენგების“ ღირსების დამცველი აღმოვჩნდი და ურთულესი ბარიერების გადალახვა მომიწია.“
„ჩემთვის რთული აღმოჩნდა ოჯახისგან შორს ყოფნა, სხვა ქალაქში ცხოვრება და ახალ ტრადიციებზე შეგუება.“
„მე მჯერა, რომ მბაპეს დიდი კარიერა ექნება.“
- 26 მარტი 2017
- 9 184
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.