ხამესის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია
როგორც სჩანს, მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ხამეს როდრიგესი - ფეხბურთელი, რომელიც „მერენგების“ რიგებში დიდი იმედებით და აჟიოტაჟით მოვიდა, ამასთანავე შესანიშნავი იყო კარლო ანჩელოტის მმართველობის დროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში რაფაელ ბენიტესი ჩაუდგა, კოლუმბიელი ფეხბურთელი შესაძლებლობების ნახევარსაც ვეღარ ავლენს, რაც პირველ რიგში მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით არის განპირობებული.
ხამეს პრეტენზიას რამდენიმე კლუბი აცხადებს და საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის. გამომდინარე იქედან, რომ ფლორენტინო პერესი ზაფხულში დაახლოებით 300 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს, ხელმძღვანელობას ფეხბურთელების დათმობაზეც უწევს ფიქრი, ვინაიდან ბიუჯეტი ნაწილობრივ შესავსებია.
- 23 მარტი 2017
- 4 334
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.