მომთმენი რეალი გაბატონდა
მადრიდის რეალის გამარჯვებას ვრცელი სტატია მიუძღვნა UEFA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.
ალვარო არბელოამ შეარჩია შესანიშნავი მომენტი, რათა გაეტანა თავისი პირველი გოლი მადრიდის რეალის შემადგენლობაში და ხერესის რღვევას დაუდო სათავე, პირველი ბურთის შემდეგ თამაში გაიხსნა და რონალდომ დუბლის შესრულება მოახერხა. ეს ყველაფერი კი "მეფეებმა" სულ რაღაც შვიდ წუთში მოახერხეს და ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო ანგარიში 3:0 სრულიად დამსახურებული იყო.
მადრისის რეალის ფეხბურთელებს აუცილებლად სჭირდებოდათ ეს გამარჯვება, ვინაიდან ყოველ მათგანს სჯეროდა, რომ ბარსელონა აუცილებლად დაკარგავდა მეორე მადრიდულ კლუბთან ატლეტიკოსთნ და მათი ვარაუდი გამართლდა კიდეც, კატალონიელებმა დედაქალაქელებთან გასვლითი მატჩი დათმეს ანგარიშით 2:1, რის შედეგაც სხვაობა სამეფო კლუბსა და ბარსელონას შორის 2 ქულამდე შმცირდა. ახლა კი ბლანკოსის ფეხბურთელები ოპტიმისტური განწყობით ჩაფრინდებიან ლიონში და შეეცდებიან თავიანთი რეალური ძალა ფრანგებს აჩვენონ. მიუხედავად ანგარიშისა რეალს მაინც რთული მატჩი ჰქონდა ლა ლიგის აუტსაიდერთან. 64 წუთამდე ხერესის ფეხბურთელები თავიანთ კარს შესანიშნავად იცავდნენ, თუმცა არბელოას გოლმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. "ბლანკოსის" მარჯვენა მცველის მოქმედებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ესპანელს არც პორტუგალიელი რონალდო და ბრაზილიელი კაკა ჩამორჩნენ. რიკარდო ბოლო ორი მატჩია აჩვენებს ყველას, რომ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა უსამართლოა. კაკამ ორი საგოლე პასი გაუკეთა კრიშტიანოს და პორტუგალიელმაც აუღელვებლად გაიფორმა დუბლი, მან ლა ლიგაში უკვე 11 ჯერ შძლო მეტოქის კარის აღება, ჩეპიონთა ლიგაზე კი 3 მატჩში 6 გოლი "შეაგდო". ეს მატჩი გამორჩეული იყო იკერ კასილასისთვის, მან მეხუთასე მატჩი ჩაატარა მადრიდის რეალის შემადგენლობაში და საიუბილეო თამაშში კარი მშრალად შინახა. ამას გარდა მადრიდის რეალის ფეხბურთელები შავი სამკლაურებით გამოვიდნენ მოედანზე, მადრიდის რეალის ლეგენდის ლუის მალოუნის საპატივცემულოდ, რომელიც 84 წლის საკში გარდაიცვალა იმ დღეს.
როგორც უკვე მოგხსენეთ მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის სხვაობა 2 ქულაა, ხოლო სამეფო კლუბსა და მის უახლოეს მდევარ ვალენსიას შორის 10 ქულა. ყველასთვის დღესავით ნათელია, რომ მადრიდის რეალი ნელ-ნელა იკრეფს ძალას და იბრუნებს თამაშის იმ ხარისხს, რომელსაც მადრიდისტებმა თავის დროზე "თეთრი ბალეტი" შეარქვეს.
- 15 თებერვალი 2010
- 2 140
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.